4 ნოემბერს ბათუმში გაიმართა დასაქმების ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოს მაძიებელმა შშმ პირებმა 40-ზე მეტ ვაკანსიაზე გაიარეს გასაუბრება.
დასაქმების ფორუმი მოეწყო პროექტის – „შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“ – ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ფორუმზე ისაუბრეს დაბრკოლებებზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექმნებათ განათლებისა და დასაქმების დროს.