Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ჯარმა უკან დაახევინა „ისლამურ სახელმწიფოს“


სირიელ აქტივისტთა მტკიცებით, სამთავრობო ჯარმა და მათმა მოკავშირეებმა უკან დაახევინეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და ისტორიულ ქალაქ პალმირის მისადგომებს მიაღწიეს. როგორც ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, 23 მარტს, ცხარე შეტაკებების შემდეგ სამთავრობო ჯარმა, რომელსაც ჰაერიდან ეხმარებოდა სირიისა და რუსეთის ავიაცია, დაიკავა პალმირასთან მდებარე ბორცვის დიდი ნაწილი. „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი.

XS
SM
MD
LG