არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ფოლკლორისტიკა – ამ თემებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოწვეულმა მეცნიერებმა მოხსენებები ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წარმოადგინეს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომა სამცხეში 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს. ინგუში პოლიტოლოგი მუსა გულიევი ფიქრობს, რომ საჭიროა სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ერთად იმუშაოს, რათა დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს, რა შეუძლია კავკასიას.
სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეებმა საკუთარი და მეზობელი ქვეყნების კულტურულ ღირებულებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კავკასიის ხალხთა ერთიანობისთვის ისტორიული ნიმუშების გაცნობა აუცილებელია. მსგავსი კონფერენცია კავკასიის ქვეყნებში 1998 წლიდან, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. ჩვენ ამ ნაბიჯით საერთო კავკასიურ ერთობას ვიცავთ, – აცხადებს ისტორიკოსი დაღესტნიდან ალიბეგ კაზამბიევი.
პლენარულ სხდომაზე მსოფლიოს 17 ქვეყნიდან მოხსენება სხვადასხვა თაობის ისტორიკოსებმა გააკეთეს. მეცნიერებმა ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ფოლკლორის საკითხებში საკუთარი ქვეყნის ისტორია ახალციხეში წელს პირველად წარმოადგინეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ახალციხე კუთვნილ ადგილს იბრუნებს.
აღნიშნული კონფერენცია კავკასიის ფონდისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის ეგიდით ჩატარდა. მას პარტნიორობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გაუწია. ,,კავკასიის ფონდის“ პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე განმარტავს, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მსოფლიოსთვის დიდი შენაძენია.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავს შეხვედრებს კავკასიის ხალხთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კულტურის გაცნობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი აქცენტს სახალხო დიპლომატიის როლსა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე აკეთებს.
ორგანიზატორების ინიციატივით, კავკასიის წამყვანმა მეცნიერებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები მოინახულეს და ქართულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. მომავალ წელს ასეთი კონფერენცია კავკასიის სხვა ქვეყანაში გაიმართება.