Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის ისტორიული აღიარება


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

სამშაბათს საღამოს, ფილადელფიაში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ყრილობამ ჰილარი კლინტონი დაასახელა პარტიის კანდიდატად აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, ვისაც ეს პატივი ერგო. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კლინტონს მხარი დაუჭირა კანდიდატად მისი დასახელებისთვის საჭირო დელეგატთა რაოდენობამ, თანაპარტიელებს ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნო მისმა მთავარმა მეტოქემ ბერნი სანდერსმა. ხანგრძლივი შიდაპარტიული პაექრობის შემდეგ ვერმონტელი სენატორის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პარტიის ერთიანობის დასამტკიცებლად. რესპუბლიკურმა პარტიამ თავის კანდიდატად გასულ კვირაში დაასახელა ბიზნესმენი დონალდ ტრამპი.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 55 პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი კლინტონის მიმართ, რაც ხუთი პროცენტით ნაკლებია დონალდ ტრამპის ნეგატიურ რეიტინგზე.

26 ივლისს სოციოლოგიური კვლევის კომპანია იპსოსთან ერთად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა როიტერის სააგენტომ. მის თანახმად, ტრამპი ორი პროცენტით უსწრებს თავის დემოკრატ მეტოქეს. თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელების შემდეგ, კლინტონის რეიტინგი ამაღლდება.

XS
SM
MD
LG