Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიშტიანუ რონალდუ ევროპაში საუკეთესოა


კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით მონტე-კარლოში გამართულ ცერემონიაზე
კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით მონტე-კარლოში გამართულ ცერემონიაზე

28 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოში გამოვლინდა ევროპის 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს წოდება მოიპოვა მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ. მან 26 ხმა მიიღო. 19 ხმით მეორე ადგილზე გავიდა მანუელ ნოიერი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე. მესამე ადგილი ერგო არიენ რობენს, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველს - 9 ხმა.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარმა 54-წევრიანმა ჟიურიმ დაასახელა. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე.

რეპორტაჟი მონტე-კარლოდან
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG