გასულ კვირას ბათუმში ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ შენობაში რამდენიმე ათეული ოჯახი შეიჭრა. ისინი ამბობდნენ, რომ მაღალმთიანი აჭარის სოფელ ბუთურაულიდან იყვნენ, რომელიც 12 წელია „წითელ ზოლშია“. წლევანდელი დიდთოვლობის შემდეგ კი სოფელში მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ ოჯახებმა, რომლებმაც სოციალური სახლი თვითნებურად დაიკავეს, სამი დღის შემდეგ დატოვეს შენობა.