Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატები ფრაქციების შექმნას ამჯერად სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ


ბორჯომი
ბორჯომი

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების – ივანე შალუტაშვილის, ელიზავეტა კუჭუხიძისა და ოთარ არბოლიშვილის - ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაიწყო. პროცესზე მოპასუხე მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა, ამიტომ მოსამართლე გია ბერაიამ სხდომა 17 აპრილამდე გადადო. მმართველი პარტიის დეპუტატი ივანე შალუტაშვილი გიორგი გიუაშვილის ქმედებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგა დროის გაყვანას ცდილობს:

,,მოსამართლემ დაასახელა, რომ გიორგი გიუაშვილი არის შეუძლოდ, თუმცა მეც და ჩემმა ადვოკატმაც მოსამართლეს წარუდგინეთ, რომ ის ადამიანი არ იმყოფება კლინიკაში და ცრუობს, სამსახურშიც ჩვეულებრივად დადის, ჩნდება სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერებში, დადის ქუჩაში. ასე რომ, ის არის ჩვეულებრივი ცრუპენტელა “.

რეალურად სიტუაცია არის ჩიხში შესული და ამ არეულობით სარგებლობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ისინი იწერენ პოლიტიკურ ქულებს ბატონ ზაზა ჩაჩანიძესთან ერთად. არის პიროვნული დაპირისპირება ზაზა ჩაჩანიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის და რეალურად ამ პრობლემის დაძლევა ვერ მოახერხა, სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც ბატონმა ზაზა ჩაჩანიძემ...
ზაზა ჩაჩანიძე

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასამართლოს გზით სთხოვენ გაბათილდეს18 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით ,"ქართული ოცნების" სიით არჩეულ დეპუტატებს ფრაქციების – "კონსერვატორებისა" და "მრეწველების"- შექმნაზე უარი ეთქვათ. საკრებულომ უარის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ მმართველი პარტიის სახელით არჩეულ დეპუტატებს უფლება არ ჰქონდათ სხვა პარტიაში გადასულიყვნენ და ფრაქცია შეექმნათ. ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ მან საპროცესო უფლებამოსილება გამოიყენა:

,,მე იმას კი არ ვამბობ, რომ ლოგინად ვარ ჩავარდნილი, - ყელი მაქვს დაზიანებული, ცუდად ვარ და ამის გამო ვიშუამდგომლე სასამართლოსთან და მოვითხოვე პროცესის გადადება. ერთ დღეში გადასული მეორე პარტიაში, იმ პარტიაში, რომელსაც არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად, ხალხს ნდობა არ გამოუცხადებია, არ არის ეს სწორი, რა თქმა უნდა, და ამას არ ვეთანხმებით“.

სასამართლო პროცესის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. დეპუტატებმა განცხადებით უკვე მიმართეს წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატს. მმართველი პარტიის 13 წევრთან ერთად განცხადებას ხელს „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ორი დეპუტატი აწერს. ზაზა ჩაჩანიძის თანაპარტიელი ტატიანა მარტინენკო ადგილობრივ მედიასთან განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ბორჯომში სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან თანაპარტიელის წინააღმდეგ წასულიყო:

28–შია სხდომა და მინდა ბორჯომელებს მოვუწოდო, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ - არ მინდოდა ამის თქმა, არ ვიძახდი, უფრო სწორად - ის პარტიაა, რომელიც კოჭს უგორებს „ოცნებას“. რაც შეეხება ჩემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკვრას, რაში გამოიხატება – ის, რომ ხელფასებს არ ვუმტკიცებთ „ოცნებას“...
ზაზა ჩაჩანიძე

,,რეალურად სიტუაცია არის ჩიხში შესული და ამ არეულობით სარგებლობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ისინი იწერენ პოლიტიკურ ქულებს ბატონ ზაზა ჩაჩანიძესთან ერთად. არის პიროვნული დაპირისპირება ზაზა ჩაჩანიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის და რეალურად ამ პრობლემის დაძლევა ვერ მოახერხა, სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც ბატონმა ზაზა ჩაჩანიძემ. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი და ჩვენი ინიციატივა არის, რომ შეიცვალოს საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გავიდეს ისევ ჩვენი პარტიიდან“.

ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი და იმპიჩმენტის საკითხის დასმა მმართველი ძალის მიერ მის წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლის მხოლოდ ნაწილია. საკრებულოს თავმჯდომარე იმასაც ირწმუნება, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა წინასაარჩევნოდ საკრებულოში თანამოაზრეების შესაყვანად პოლიტიკური ორგანიზაციის პარტიული სია გამოიყენა:

,,ეს მოსალოდნელი იყო. მოხდებოდა 28–ში თუ 4–ში, ეს იყო ამათი მიზანი. ახლა მე „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ტატიანა მარტინენკოსგან არ გამკვირვებია. უბრალოდ, ვერ ვნახულობ მამუკას და მაინტერესებს მისი აზრი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ. ეს ინაშვილმაც დაადასტურა, როცა მე გავემიჯნე „ოცნებას“. „პატრიოტთა ალიანსი“ არის ის პარტია, რომლითაც სიობრივად საკმაოდ ხალხი შევიყვანე. 28–შია სხდომა და მინდა ბორჯომელებს მოვუწოდო, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ - არ მინდოდა ამის თქმა, არ ვიძახდი, უფრო სწორად - ის პარტიაა, რომელიც კოჭს უგორებს „ოცნებას“. რაც შეეხება ჩემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკვრას, რაში გამოიხატება – ის, რომ ხელფასებს არ ვუმტკიცებთ „ოცნებას“, თუ ის, რომ არც ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი არ ჩამობრძანდა ბორჯომში. ჩვენ არ გვჭირდება არავის დაცვა, დავანახვებთ ყველას 28–ში, რამდენი თანამოქალაქე გვიჭერს მხარს“.

დეპუტატები თავმჯდომარის იმპიჩმენტს საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო სხდომაზე გეგმავენ. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტია საჭირო. შესაბამისად, საკრებულოს 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. შეგახსენებთ: დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან, საკრებულოს პირველივე სხდომიდან, დაიწყო. საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი ჯერ "ქართული ოცნების" 13-მა დეპუტატმა გამოუცხადა, შემდეგ კი დაპირისპირება და აქციები მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG