Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს მოითხოვენ


ბორჯომი
ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს 21 მარტს საკრებულოს 15-მა წევრმა განცხადებით მიმართა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, დამოუკიდებელ და „პატრიოტთა ალიანსის“ ორ წევრთან ერთად, საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას ითხოვენ. გიორგი ფერაძე ერთ–ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც, ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით, განცხადებას ხელი მოაწერა:

გადმოწერა
შემოიტანეს განცხადება, ნოტარიულად დამოწმებული. 15 კაცი აწერს ხელს. ერთია ინაშვილის მონა – მარტინენკო და მეორე - ლურსმანაშვილი. ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. პარტიული სიით თითქმის არავინ იყო. ხუთი დღის წინ დაიწყეს სასწრაფო წესით გაწევრიანება ყველასი...
ზაზა ჩაჩანიძე

,,ყველა თანხმდება, რომ ზაზა ჩაჩანიძე არის პიროვნება, რომელსაც ჩიხში შეჰყავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, კაცი, რომელიც არ ფიქრობს ბორჯომის უკეთეს მომავალზე და გამოირჩევა ვიწრო, მერკანტილური აზროვნებით. შესაბამისად, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს აქვს განსაკუთრებული პროტესტი“ .

მმართველი პარტიის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა საკრებულოს თავმჯდომარისთვის. ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ დანიშვნის დღიდან „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ საკუთარი თანაპარტიელებისა და, მით უმეტეს, პარტიის ლიდერისგან მსგავს ნაბიჯს მაინც არ ელოდა:

,,შემოიტანეს განცხადება, ნოტარიულად დამოწმებული. 15 კაცი აწერს ხელს. ერთია ინაშვილის მონა – მარტინენკო და მეორე - ლურსმანაშვილი. ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. პარტიული სიით თითქმის არავინ იყო. ხუთი დღის წინ დაიწყეს სასწრაფო წესით გაწევრიანება ყველასი. „პატრიოტთა ალიანსშია“ ახლა. „ოცნება“ ჩემი მოსვლის დღიდან ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ ინაშვილი მაინც მეგონა, რომ ჭკუას მოეგებოდა, მაგრამ ხომ უნდა გამოაშკარავდეს ბოლო-ბოლო, ვინ რას თამაშობს. ვფიქრობ და პირველივე გადაწყვეტილებას თქვენ დაინახავთ. ჩვენი გუნდის წევრებმა ვიცოდით, რომ ბრძოლა იქნებოდა და ამისთვისაც მზად ვართ“.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ირმა ინაშვილმა მოაწერინა ხელი ორ თავის დეპუტატს და ხელფასების მატების კი არა, იმპიჩმენტის საკითხზეა საუბარი. განცხადება შემოიტანეს დღეს საკრებულოში...
გიორგი გიუნაშვილი

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან სოციალურ ქსელში იმ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც დღეს საკრებულოში შევიდა. გიორგი გიუაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ინაშვილმა, ხელფასების საკითხზე კი არა, თავისივე პარტიის სახელით გასული საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მოაწერინა ხელი თავისივე დეპუტატებს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კი განმარტავს, რომ გუნდი მუშაობს საპასუხო ნაბიჯზე და უახლოეს მომავალში მათი გადაწყვეტილება ყველასთვის ცნობილი იქნება:

,,ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ირმა ინაშვილმა მოაწერინა ხელი ორ თავის დეპუტატს და ხელფასების მატების კი არა, იმპიჩმენტის საკითხზეა საუბარი. განცხადება შემოიტანეს დღეს საკრებულოში. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ვუპასუხებთ ამ რეაქციას“.

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას უარყოფითად აფასებენ სამოქალაქო სექტორში. საიას იურისტი მომხდარს ორი მიმართულებით განიხილავს – სამართლებრივითა და პოლიტიკურით. ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ შიდა დაპირისპირებიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემები, რიგით თანამშრომლებზეც აისახა.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყანაში ერთადერთ მრავალპარტიულ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. საკრებულოს აპარატში ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შესულ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრიც აწერს ხელს. გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ ზაზა ჩაჩანიძის თანაპარტიელები ხელის მოწერაზე მუქარით დაითანხმეს.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ბორჯომიც იმ საკრებულოების რიცხვს დაემატება, რომლებიც მერიასთან შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც წევრთა უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. საკრებულოში მმართველი გუნდიდან 13 დეპუტატია, ოპოზიციიდან კი - 15. სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული ბორჯომის საკრებულოა.

XS
SM
MD
LG