ბათუმში სპორტული სკოლის შენობების ნაწილი გასხვისდა. ტრიტორიაზე, სადაც სპორტსმენები დღესაც ვარჯიშობენ სპორტის 15 სახეობაში, ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ალტერნატიულ სპორტულ სკოლას სახელმწიფო ბუჯეტის სახსრებით ააშენებენ. საწინააღმდეგოს ამბობენ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, სადაც აცხადებენ, რომ სპორტსკოლის ახალ შენობას ინვესტორი ააშენებს. მანამდე კი სპორტსმენებს ვარჯიში ალტერნატიულ დარბაზებში მოუწევთ, რასაც მწვრთნელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.