ბათუმში მასობრივი არეულობის შემდეგ პოლიციამ დღემდე სულ 86 მოქალაქე დააკავა. 15 პირს სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი, ორი მათგანი არასრულწლოვანია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 7 წლამდე ან 7- დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რა გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ დაკავებულთა საქმეებზე და რას ფიქრობენ მოქალაქეები?