ბათუმში მოქალქეების ნაწილი და არასამთვარობო ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, მოითხოვენ გამოცხადდეს მორატორიუმი ბათუმის ისტორიულ უბნებში და შეწყდეს მშენებლობებზე უფლების გაცემა მანამდე, ვიდრე ქალაქის მმართველობა არ მიიღებს შესაბამის რეგულაციას. მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“ აპროტესტებს ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევას და მათ შენარჩუნებას მოითხოვს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მათ დეპუტატებს მოუწოდეს მხარი დაუჭირონ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების საკითხს.