26 აგვისტოს ბათუმში რიგით მეჩვიდმეტე საპროტესტო ველომსვლელობა მოეწყო, რომელშიც 100-მდე ველომოყვარული მონაწილეობდა. წელიწადზე მეტია, ყოველი თვის ბოლოს ისინი გამოხატავენ პროტესტს იმის გამო, რომ არ არსებობს სივრცე მათთვის, ვინც ქალაქში ველოსიპედს ალტერნატიულ ტრანსპორტად იყენებს. რა პერსპექტივა აქვს ბათუმში ველოტრანსპორტის განვითარებას? გთავაზობთ სიუჟეტს ბათუმიდან.