აჭარაში სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივა" ითხოვს 2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას. იმ დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეცრაზმი შეიჭრა. რა მოხდა შვიდი წლის წინ ბათუმის უნივერსიტეტში და როგორია მოძრაობა "ალტერნატივის" მოთხოვნა - ამის შესახებაა საუბარი ბათუმში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, ნატა იმედაიშვილის, რეპორტაჟში.