Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბახალასთვის“: ბრძოლა გრძელდება


"ბახალა" (გიორგი გიორგანაშვილი)
"ბახალა" (გიორგი გიორგანაშვილი)

იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს და კანონის შეცვლას გეგმავს, 8-წლიან პატიმრობას უსჯიან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის“. სწორედ ასეთი იყო მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილება, რომელიც მან 23 იანვრის სასამართლოს სხდომაზე წაიკითხა. ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ მსჯავრდებულის მეგობრები და ოჯახის წევრები, მისი ადვოკატი და საზოგადოების ნაწილი. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა მსახიობის მხარდასაჭერად პეტიციები თუ განცხადებები. დაიგეგმა საპროტესტო აქციაც.

„ბახალასთვის“: ბრძოლა გრძელდება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:03 0:00
გადმოწერა
ჩემი ბრალდება აბსურდულია. მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში.
"ბახალა"

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც 23 იანვარს რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ, და ამბავიც გამოიტანა, რომ „ბახალას“ საბრძოლო განწყობა აქვს. ბრძოლა გაგრძელდება როგორც სამართლებრივი გზით, ისე სოციალური აქტივობებით. ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა სააპელაციო სასამართლოსთან ერთად კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს. განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება:

ჩვენ შევაფასეთ გუშინდელი დღე. ამჟამად ველოდებით როგორც სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილს. აქციებთან დაკავშირებით გიორგანაშვილი საქმის კურსში ჩავაყენე. მას საბრძოლო განწყობა აქვს“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და ბრალდებული გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

პროკურატურას აღნიშნული პოზიცია ჰქონდა სასამართლო პროცესებზე, თუმცა აღნიშნული საქმე თავად პროკურატურამ გამოყო გიორგანაშვილის საქმიდან, რადგან კავშირი არ დადასტურდა...

„ჩემი ბრალდება აბსურდულია. მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში“, - განაცხადა მსჯავრდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას. - ჩადებებისპრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომჩადებებიარ ამართლებს. მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევებირჟა მაფიასსაქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები, ვინცჩადებებშიმონაწილეობდნენ, გათავისუფლებულები არიან. ჩემ საქმეზეც ძიებაა დაწყებული. მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - თქვა გიორგი გიორგანაშვილმა.

ადვოკატის თქმით, აბსურდულია და პროტესტის ჩასახშობადაა მიმართული პროკურატურის განცხადება, თითქოს გიორგი გიორგანაშვილმა თურქეთიდან საქართველოში 843 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა:

პროკურატურას აღნიშნული პოზიცია ჰქონდა სასამართლო პროცესებზე, თუმცა აღნიშნული საქმე თავად პროკურატურამ გამოყო გიორგანაშვილის საქმიდან, რადგან კავშირი არ დადასტურდა. როგორც ჩანს, გარკვეული წარმოდგენის შექმნა უნდათ, რომ ამ საქმეს პროტესტი არ მოყვეს“.

გიორგი გიორგანაშვილი ციხეში წავიდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს, თუმცა ახალ კანონპროქტს უმრავლესობის წევრებს შორის მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგენიც ჰყავს...

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი შარშან იანვარში 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსის) შეძენა/შენახვისთვის დააკავეს. 20 000- ლარიანი გირაოთი ის რამდენიმე თვეში გათავისუფლდა, თუმცა ბრალდების მხარემ 23 იანვარს განაცხადა, რომ გიორგანაშვილის საქმეში დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდა.

„ბახალას“ დაკავების პარალელურად თბილისის პროკურატურა იძიებს გიორგი გიორგანაშვილის მიმართ შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება დაედო, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამბავს შს მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ გადაცდომა დადასტურდა, პოლიციელები ორმაგად დაისჯებიან.

გიორგი გიორგანაშვილი ციხეში წავიდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს, თუმცა ახალ კანონპროქტს უმრავლესობის წევრებს შორის მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგენიც ჰყავს. დეკრიმინალიზაციის მომხრეა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. „ბახალას“ საქმის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ როცა გასაღება არ მტკიცდება და ადამიანი 8 წლით მიდის ციხეში, კანონი არაადამიანურია.

ზოიძე აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე მსჯელობა გრძელდება. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც მსჯელობა გრძელდება, პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობებია. საუბარია ჰეროინის, ბუპრენორფინის (სუბოტექსის), ამფეტამინის, MDMA-ს ზღვრული ოდენობების დადგენაზე.

ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი

24 იანვარს სასამართლომ ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილსაც. მან წინა დღით, გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ფანჯარა აგურით ჩაამსხვრია და მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ქმედებით მან მოსამართლის უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტა:

„მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე ვესროლე უსამართლობის კერას“.

ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ, ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა, ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია...
გიორგი გიორგანაშვილი

23 იანვარს ის და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს. ბზიავა 500 ლარით დააჯარიმეს, ხოლო წიქარიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკვე გავრცელდა საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მომზადებული პეტიცია, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტია. მოთხოვნაა შეიწყალოს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“).

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლებიც.

ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ, ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა, ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია... ჩვენ გვახსოვს, რომ საქმე ნარკოტიკებში კი არა, ჩადების პრაქტიკაშია და თუ სისტემას არ მოეწონები, მეგობრის ცხედარს აღმოგიჩენენ გულისჯიბეში. ამიტომაც ვამბობთ: ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს მოძალადე სისტემა უნდა ამოყირავდეს! ...23 იანვარს მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს და ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია გამოვიდეს ქუჩაში და უროთი დაანგრიოს მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაიგეგმა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, რომელიც 25 იანვარს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG