სასამართლომ "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილს წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალა მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვად, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. ბექა წიქარიშვილს სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. ის 2013 წლის მაისში დააკავეს 69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობის ბრალდებით. წიქარიშვილს, კანონის ძველი რედაქციით, 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა 2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო.
სასამართლომ ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ყველაზე პოპულარული
1