კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის განხორციელება დასრულების ფაზაშია შესული, საზოგადოებას მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ წარუდგინა. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა იტალიერმა რესტავრატორმა ანდრეა ბრუნომ, იუნესკოს მნიშვნელოვანი პროექტების ავტორმა და კონსულტანტმა, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ რესტავრაციის შედეგად ტაძარი არ დაკარგავს ავთენტურობას და, შესაბამისად, არც იუნესკო ამოიღებს მას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებისა და იტალიელი სპეციალისტის ამგვარ ოპტიმიზმს ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი არ იზიარებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია ბაგრატის ტაძრის ინტენსიური რესტავრაციის დაწყებიდან სამი წლის თავზე გამართა. მინისტრმა ნიკა რურუამ პროექტი საზოგადოებას არაკომპეტენტური მოსაზრებებისა და დეზინფორმაციის გაბათილების მიზნით გააცნო:
„ბუნებრივია, ასეთ პროექტებს ყოველთვის თან სდევს ათასნაირი მითქმა-მოთქმა, ათასნაირი ჭორი. ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებებიც, იმიტომ რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ნებისმიერი მიზეზით საქართველოში განხეთქილება ჩამოაგდონ, მოახდინონ ნებისმიერი თემის პოლიტიზება და ნებისმიერი საგანი იქცეს დავის და შუღლის წინაპირობად.“
არადა, რესტავრაციის პროექტი, როგორც ნიკა რურუა ამტკიცებს, უთანხმოებისა და შუღლის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, პროექტი დასაბუთებულ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას, რომელიც შეეხება რესტავრაციის მეთოდოლოგიას, საერთაშორისო სტანდარტს, დიზაინსა და საეკლესიო ფუნქციის აღდგენას. ნიკა ვაჩეიშვილიც - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ამბობს, რომ ბაგრატის რესტავრაციის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს:
„იუნესკოს ცნობილი ექსპერტი ესწრება ამ ჩვენს ჯანსაღ დებატებს. იუნესკოს კრიტერიუმების სრული თანმხვედრია ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძარში ხდება. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია. იუნესკოს ექსპერტები თვითონ დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს რეალური ვითარება შეფასდეს სათანადოდ, ანუ ობიექტურად, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში და ყველა მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქართული საზოგადოება დამშვიდდეს, იმიტომ რომ ბაგრატის ტაძარში ყველაფერი კეთდება ძალიან კარგად.“
ნიკა ვაჩეიშვილმა იუნესკოს ცნობილი ექსპერტი ახსენა. ლაპარაკია 81 წლის იტალიელ რესტავრატორზე, ანდრეა ბრუნოზე, რომელსაც აღიარება მოპოვებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი - მათ შორის, რივოლის ციხესიმაგრის - რესტავრაციისა და კონსერვაციის პროექტით; სხვადასხვა დროს იყო იუნესკოს კონსულტანტი ბაჰრეინში, კვიპროსზე, ავღანეთსა და ეგვიპტეში; მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია. ანდრეა ბრუნოს თქმით, ბაგრატის რესტავრაცია კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული პროექტით, რომელიც გამორიცხავს ორიგინალისა და რესტავრირებული ნაწილების ერთმანეთში არევას:
„ბაგრატის კათედრალურ ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები, იმედი მაქვს, მალე დასრულდება და საშუალება გვექნება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნებისმიერი ახალი ელემენტი, ანუ რეკონსტრუქციის ნებისმერი ახალი ფაზა და ეტაპი, თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ანუ გამოყოფილია ერთმანეთისგან ძველი, პირვანდელი და ახალი, დამატებული ნაწილები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმები სკრუპულოზურად დავიცავით, იუნესკომ წინასწარ დასკვნაში არ გაითვალისწინა ის. ამიტომ იუნესკოს ამ განაცხადს მე არ ვაღიარებ.“
თუმცა განაცხადი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი, არც გავრცელებულა. ლაპარაკია წინასწარ გაკეთებულ ნეგატიურ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, რესტავრაციის გამო ეჭვის ქვეშაა დაყენებული ძეგლის ავთენტურობა. რაც შეეხება ოფიციალურ დასკვნას, ის, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში, იუნესკოს მორიგი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, თუმცა კომიტეტის შეკრებამდე ორი დღით ადრე ნიკა ვაჩეიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საინტერესოა, რას ემყარება მისი ამგვარი ოპტიმიზმი?
ნიკა ვაჩეიშვილი: „ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაში ავამოქმედეთ ძეგლთა დაცვაში არსებული ყველა თანამედროვე მიმართულება, - მათ შორის, ანასთილოზი (ნაწილებისგან აღდგენა) და კორექტული ჩარევა, - ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველა მაღალი რანგის კრიტერიუმი, რომელიც დღეს მოქმედებს მსოფლიოში, ბაგრატის ტაძარში ერთად იქნება წარმოჩენილი.“
თუმცა ნიკა ვაჩეიშვილის ამ პოზიციას არ იზიარებს ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი. გოგი ხოშტარიას ეჭვი ეპარება იმაში, რომ გუმბათის დადგმის შემდეგ მიღებული ტაძარი ბაგრატი იქნება.
„გუმბათის ზომა იციან ზუსტად? იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სანტიმეტრს? არავინ იცის, რამდენია ავთენტური! ცინცაძეს ჰქონდა დამთავრების გეგმა, მაგრამ უთხრეს, არა, გაჩერდიო. ამ ბატონს, იტალიიდან რომ ჩამოვიდა, მინდა ვკითხო, როდესაც ძველიდან დარჩება ერთი მეათედი, დანარჩენი კი ყველაფერი ახალი იქნება, ეს ბაგრატია?“, უთხრა გოგი ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.

იუნესკოს კრიტერიუმების სრული თანმხვედრია ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძარში ხდება. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია ...ნიკა ვაჩეიშვილი

გუმბათის ზომა იციან ზუსტად? იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სანტიმეტრს? არავინ იცის, რამდენია ავთენტური! ...გოგი ხოშტარია