რა ბედი ელის ბაგრატის ტაძარს, რომლის ნაწილის რესტავრაცია საქართველოს პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა? - ამ საკითხის გასარკვევად 20 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილში, სადაც ლიფტი და რკინა-ბეტონის პატრონიკეა გამართული.
20 ივნისს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც მისი მონაწილე, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი ამბობს, პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე ბაგრატის ბედით დაინტერესებული მხარეები კიდევ რამდენჯერმე შეხვდებიან ერთმანეთს:
„ჩვენ როგორღაც უნდა მოვახერხოთ, რომ ბაგრატის ტაძარიც აღდგეს და არ მოხდეს მისი იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიიდან ამოღება. ეს პროცესი დაიძრა, საპატრიარქოს საბჭო ჩაბმულია სააგენტოსთან ერთად მუშაობაში.“
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება:
„საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის."
თუმცა ამ დროისათვის ბაგრატის ტაძარის რესტავრაცია თითქმის სრულადაა შეწყვეტილი. არადა, საპატრიარქოს საბჭოს წევრის, გია ჭანიშვილის თქმით, პატრიარქის მოთხოვნით, მშენებლობა მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილზე უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ, როგორც ქუთაისში მყოფმა რადიო თავისუფლების სპეციალურმა კორესპონდენტმა ეკა ქევანიშვილმა გვაცნობა, ტაძრის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაობები აღარ მიმდინარეობს:
„ამწუთას ბაგრატის ტაძრის ჭიშკარი არის ჩაკეტილი ბოქლომით. არ შეგვიშვეს შიგნით. რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, მუშები და რესტავრატორები, რომლებიც გარეთ, ხის ჩრდილში ისხდნენ და ელოდებოდნენ ბრძანებას თუ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა მუშაობა.“
ბაგრატის ტაძრის ინტენსიური რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო, რამაც მაშინვე გამოიწვია საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია. რესტავრაციის პროექტის ავტორმა, აწ განსვენებულმა ვანო გრემელაშვილმა სამი წლის წინ პარლამენტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ძეგლის რესტავრაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო, მანამდე კი ბაგრატის ტაძარი მხოლოდ ნანგრევების სახით არსებობდა.
„მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იქ არც ერთი სვეტი არ იდგა. ეს ყველაფერი 30-40 წლის წინაა აღმართული ბატონ ვახტანგ ცინცაძის მიერ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩავიდა და რომელმაც მთელი 50 წელი მიუძღვნა ამ საქმიანობას. ემსახურა თავდადებით, უმაღლესი პროფესიონალიზმით. მოქმედებდა ქართული რესტავრაციის სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩუბინაშვილის მხარდაჭერით. რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა მძაფრი კამათისა და შეხლა-შემოხლის ფონზე.“
კამათმა და შეხლა-შემოხლამ ახალი ძალით ორი-სამი დღის წინ იფეთქა, როცა იუნესკომ ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა:
"უკიდურესად შეწუხებულები აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკუნსტრუქცია უკვე სერიოზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განაცხადა. რეკონსტრუქციისას რკინა-ბეტონი, გუმბათი და გამოყენებული ქვები თითქმის მთლიანად ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვისწყობას.ძლიერ განვიცდით, რომ ქვათა ორიგინალური წყობა რეკონსტრუქციამდე მხედველობაში გათვალისწინებული არ იყო. ინტერვენციის შეუქცევადი ხასიათის გამო ამის გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ."
იუნესკოს 36-ე სესიის დასკვნაში გამოთქმული ეს მოსაზრება სრულად გაიზიარა ქართველი ხელოვნებათმოცოდნეების ნაწილმა, მათ შორის პროფესორმა გოგი ხოშტარიამ:
„კონსერვაცია და არა რესტავრაცია, აშენება შეცდომაა! რატომ არ აშენებენ პართენონს? რატომ არ ასრულებენ კოლიზეუმს?“
გოგი ხოშტარიას ამ შეკითხვის პასუხად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკა ვაჩეიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ამგვარი შედარება არაკორექტულია იმის გამო, რომ ბაგრატის სახით საუბარია ცოცხალი რელიგიის ცოცხალ კათედრალზე. ნიკა ვაჩეიშვილმა ასევე არ გამორიცხა ტაძრის არასაკრალურ ნაწილში აშენებული ლიფტის მოშლა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ, მთლიანობაში, დარწმუნებულია, რომ მოხერხდება ყველა გაუგებრობის აღმოფხვრა და ტაძრის რესტავრაციის დასრულება მოახლოებულ არჩევნებამდე:
„ფაქტიურად, შემაბრკოლებელი გარემოება მეთოდოლოგიური, ძეგლთა დაცვითი, სიძველეთმცოდნეობითი თვალსაზრისით არ არსებობს. ვადებს რაც შეეხება, მოსწრებადია სექტემბრამდე, ოქტომბრამდე, თუნდაც საარჩევნოდ, რადგანაც ბაგრატი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და სულ რომ არ დავუკავშიროთ საარჩევნო პროცესს და პოლიტიკურ ციებ-ცხელებებს, მისი დამთავრება თითოეული ქართველისთვის იქნება დიდი პატივი.“
ამასთან, ნიკა ვაჩეიშვილი იმედოვნებს, რომ, რესტავრაცია-აღდგენის შედეგად, ბაგრატის ტაძარი არ დაკარგავს 1994 წელს იუნესკოს მიერ მინიჭებულ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სტატუსს, რომლის მოხსნა-არმოხსნის საკითხი 24 ივნისს პეტერბურგში დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

კონსერვაცია და არა რესტავრაცია, აშენება შეცდომაა! რატომ არ აშენებენ პართენონს? რატომ არ ასრულებენ კოლიზეუმს?..გოგი ხოშტარია