Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ჩერნოგორიაში: არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის


ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი საარჩევნო კამპანიის დროს პოდგორიცაში. 2016 წ. 14 ოქტომბერი.
ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი საარჩევნო კამპანიის დროს პოდგორიცაში. 2016 წ. 14 ოქტომბერი.

კვირას ჩერნოგორიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ძირითადი კონკურენტები არიან სოციალისტური პარტია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის ხელმძღვანელობით და პრორუსულად განწყობილი ოპოზიციური კოალიცია „დემოკრატიული ფრონტი“. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრის პარტიას შეუძლია გაიმარჯვოს არჩევნებში, მაგრამ, სავარაუდოდ, დაკარგავს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას.

არჩევნების წინ ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ვექტორს. მაისში ჯუკანოვიჩის მთავრობამ ხელი მოაწერა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების ოქმს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის სხდომებს.

კოალიცია „დემოკრატიული ფრონტი“ ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის შესვლის წინააღმდეგ გამოდის და პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააუქმებს კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. მმართველი პარტია ოპოზიციონერებს ბრალს სდებს, რომ ისინი მოსკოვისგან იღებენ დაფინანსებას.

ჩერნოგორიის პოლიციის უფროსმა კვირას განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს დააკავეს ოცი ადამიანი, რომელიც მეზობელი სერბიიდან იყო ჩერნოგორიაში შესული და ავტომატური იარაღით გეგმავდა თავდასხმების განხორციელებას სახელმწიფო დაწესებულებებზე, პოლიციასა და, შესაძლოა, სახელმწიფო პირებზე.

XS
SM
MD
LG