რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს გაცხადებით, მისი სამინისტრო მზად არის, მსოფლიოს ანტისადოპინგო დამოუკიდებელ უწყებასთან, WADA-სთან ერთად შეიმუშაოს ერთგვარი „საგზაო რუკა“, რათა გადაიჭრას ქვეყნის მძლეოსნობის წინაშე მდგარი დოპინგის პრობლემა.
„მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა იმისათვის, რათა რუსეთის ანტისადოპინგო უწყება დაუახლოვდეს შესაბამის სტანდარტებს და უსწრაფესად მოხდეს ლაბორატორიის ხელახალი ატესტაცია“, - განაცხადა მუტკომ. ამ განცხადების ფონია მსოფლიოს ანტისადოპინგო დამოუკიდებელი უწყების დამფუძნებელთა 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მუშაობის უფლება ჩამოერთვა რუსეთის ანტისადოპინგო უწყებას, ორგანიზაციის კოდექსთან მისი შეუსაბამობის გამო.