ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერი პეტიციებით სავსე ორი ყუთი ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა ცხარე კამათის შემდეგ გადააგდო. საელჩო უარყოფს ამ ინციდენტს და ამბობს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე ყუთების გაჩერება არ შეიძლებოდა, რადგან „ამნესტის“ წარმომადგენლებმა უშიშროების სამსახურს არ მისცეს მათი შიგთავსის შემოწმების საშუალება.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ კამპანიებისა და პროგრამების ხელმძღვანელმა მიშელ რინგეტმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 14 აგვისტოს მან სცადა რუსეთის საელჩოსთვის გადაეცა ის პეტიციები, რომლებსაც, მისი თქმით, შეერთებული შტატებიდან 72 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პეტიციებში გამოთქმულია მოთხოვნა, გაათავისუფლონ მარტში, რელიგიური სიძულვილისა და შუღლის გაღვივების მიზნით ჩადენილი ხულიგნობისთვის დაკავებული „პუსი რაიოტის“ სამივე წევრი. ეს ბრალდებები მოჰყვა თებერვალში, მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში ვლადიმირ პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგე ფემინისტური პანკ-ჯგუფის მიერ გამართულ იმპროვიზებულ წარმოდგენას.
აი, როგორ აღწერს მიშელ რინგეტი საელჩოში მომხდარ ინციდენტს: „შენობაში შეხვედრის გასამართად შევედით, დავსხედით და დავიწყეთ საუბარი, რომელსაც გვეგონა, რომ ღია დისკუსია მოჰყვებოდა სხვადასხვა თემაზე: რუსეთში არსებულ კანონზე, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ძალიან დიდ თანხებზე, რომლებითაც აჯარიმებენ მათ, ვინც არასანქცირებულ საჯარო შეხვედრებს მართავს, LGBT-საზოგადოების წევრთა მიმართ ბოლო ხანს განხორციელებულ რეპრესიებზე და, რა თქმა უნდა, „პუსი რაიოტის“ საქმეზე. საუბრის მსვლელობაში კონსული ძალიან გაღიზიანდა და გვითხრა, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილი ყველა საკითხი უსაფუძვლო იყო.“
მაგრამ ამით, როგორც მიშელ რინგეტმა გვითხრა, ინციდენტი არ ამოწურულა: „რუსეთის წარმომადგენელი ადგა და ძალიან აგრესიულად გვითხრა, რომ ჩვენი წასვლის დრო იყო, შეხვედრა დამთავრდა და იგი არ მიიღებდა პეტიციებს. მან დასძინა, რომ ყუთებს საელჩოს ტერიტორიაზე ვერ დავტოვებდით. იგი გვაიძულებდა, წაგვეღო ყუთები. მან პრაქტიკულად ხელში შეაჩეჩა ყუთი ჩვენი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს და ზედ ხელებიც შემოახვევინა, რის შედეგადაც ჩვენს წარმომადგენელს ხელი გაეჭრა. შემდეგ მან ყუთები აიღო, ოთახიდან გაიჭრა, სწრაფად ჩავიდა საელჩოს ეზოში და ყუთები ტროტუარზე დაყარა.“
რუსი მოხელის სახელის გამჟღავნება მიშელ რინგეტმა არ ისურვა.
„პუსი რაიოტის“ სასამართლოზე განაჩენს 17 აგვისტოს ელიან. ჯგუფის სამ წევრს: მარია ალიოხინას, ეკატერინა სამუცევიჩსა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალმდებელმა მათთვის სამწლიანი პატიმრობა მოითხოვა.
ამასობაში სულ უფრო იზრდება „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერთა რიცხვი და მათ სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ემატება, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. „პუსი რაიოტის“ საქმე იქცა სიმბოლურ გამოხატულებად იმისა, რამდენად შემაშფოთებელ მდგომარეობაშია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რუსეთში.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ამნესტი ინტერნეშნლი“ სრულიად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რაც საელჩოში მოხდა.
საელჩოს პრესმდივანს, მაქსიმ აბრამოვს, არ დაუმალავს იმ მოხელის ვინაობა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა. აბრამოვმა თქვა, რომ კონსულმა სერგეი ჩუმარიოვმა მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება „ამნესტი ინტერნეშნლის“ მიერ წამოჭრილი საკითხების შესახებ: „საელჩოს წარმომადგენლებს არ შეეძლოთ პეტიციების მიღება, რადგან ყუთებს არ გაუვლია უსაფრთხოების სავალდებულო შემოწმება. ისინი არავის გადაუყრია. უბრალოდ, ყუთები საელჩოს შესასვლელში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ‘ამნესტი ინტერნეშნლის’ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მათს წაღებაზე.“
აბრამოვმა დასძინა, რომ „ამნესტი ინტერნეშნლი“ ცრუობს, როცა ამტკიცებს, თითქოს საელჩომ მის წარმომადგენლებს უარი განუცხადა, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაეცა ორგანიზაციის მიერ წამოჭრილი საკითხები.
რინგეტი კი ამბობს, რომ მისი ჯგუფი გააგრძელებს „პუსი რაიოტის“ მხარდაჭერას. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია გეგმავს, 17 აგვისტოს, დილით, შეუერთდეს მდუმარე აქციას, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება და რომელიც 25-მდე ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) დაგეგმილი პიკეტებისა და საპროტესტო აქციების პარალელურად მოეწყობა.