Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტს ესტუმრა აშშ-ის სამხედრო ხომალდი


„მაუნტ უიტნი“ ბათუმში
„მაუნტ უიტნი“ ბათუმში

ბათუმის პორტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკული სამხედრო ხომალდი „მაუნტ უიტნი“ (Mount Whitney). ხომალდის ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაგეგმილია ანტიტერორისტული და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის და ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები.

სამხედრო გემის ეკიპაჟის წევრებს შორისაა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ლეიტენანტი, თბილისში დაბადებული გივი ტიბანელი. 29 წლის ოფიცერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ საქართველოდან 10 წლის ასაკში გაემგზავრა და მას შემდეგ სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა.

გივი ტიბანელი
გივი ტიბანელი

გივი ტიბანელი 4 წელია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობს. „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ამერიკული ხომალდით ჩამოვიდოდი“, - განაცხადა გივი ტიბანელმა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „მაუნტ უიტნის“ ვიზიტი ადასტურებს ვაშინგტონის ძალისხმევას გააღრმაოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

XS
SM
MD
LG