Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მოითხოვს ალეპოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას


ალეპო
ალეპო

საფრანგეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების განსახილველად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ 29 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ალეპოში მძიმე ბრძოლებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო საჭიროა სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები ბრძოლისათვის ბოლოს მოსაღებად.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიანმა 29 ნოემბერს ბეირუთში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 16 ათასამდე სამოქალაქო პირს მოუხდა ალეპოდან ბრძოლების გამო გაქცევა და მრავალი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

სირიის მთავრობის ჯარებმა 28 ნოემბერს დაიპყრეს რამდენიმე რაიონი აღმოსავლეთ ალეპოში, საიდანაც ათასობით სამოქალაქო პირს მოუხდა გაქცევა. ალეპო მიჩნეულია ოპოზიციონერების მთავარ დასაყრდენ ქალაქად მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. ალეპოზე კონტროლის დამყარება დიდ გამარჯვებად ჩაითვლებოდა მთავრობის ჯარებისათვის.

XS
SM
MD
LG