არასამთავრობო ორგანიზაციებში წინასაარჩევნო თემატიკაზე აქტიური მუშაობა სამცხე-ჯავახეთში ჯერ არ დაწყებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საბჭოს წევრია. კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კომისია აქტიურად მუშაობს ეთნიკური ჯგუფების მიმართულებით. გიორგი ანდღულაძის აზრით, მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთებით საარჩევნო პერიოდში და თავად არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანია.
იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი აქტიურ ფაზაში არ შესულა, ამ მიმართულებით ნაკლებად აქტიურია რეგიონალური მედიაც. გაზეთის ჟურნალისტი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ მათი აქტიურობა გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების აქტიურობაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტში გაზეთი ,,სამხრეთის კარიბჭეც“ ჩაერთო. პროექტის მთავარი მიზანი პროფესიონალ ჟურნალისტებთან ერთად მოქალაქეების ჩართულობაც არის.
2012 წლის არჩევნებს ახალციხეში 2 ,,მე-9 არხი“ გააშუქებს - ერთი თბილისში და მეორე ახალციხეში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს სამხრეთით 1997 წლიდან მაუწყებლობს. რეგიონალური ტელეკომპანიის კორესპონდენტის რუსუდან გვარამაძის თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსი, პოლიტიკური პარტიების მუშაობა, მათი ოფისები და აქტიურობა – ის საკითხებია, რომელზე მუშაობაც ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ ჟურნალისტებს უწევთ.
რეგიონში ბიურო გახსნილი აქვს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“–სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. რაც შეეხება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ტელეკომპანია „მე-9 არხს“, მან ბიურო ახალციხესა და ბორჯომში გახსნა. “მეცხრე არხის” ადგილობრივმა რეპორტიორმა მანუჩარ გოგოლაურმა, იმის გამო, რომ ახალციხეში ნანახი ბინები საოფისედ არ მოეწონა, ტელევიზიას მიაქირავა საკუთარი ბინა, რომელშიც არ ცხოვრობდა. მისივე განმარტებით, კომენტარის გაკეთების უფლება მხოლოდ ტელეკომპანიის ხელმძღვანელს კახა ბექაურს აქვს. რეგიონში საცდელი პერიოდით მუშაობს „ინფო 9-ჯის“ ჯგუფიც.