ახალ წელს, როგორც დღესასწაულს აჭარის მაღალმთიანი ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილი აღნიშნავს. მუსლიმი ქართველები 1 იანვარს არაფერს ზეიმობენ, თუმცა ქრისტიან მეზობლებს და მეგობრებს ახალ წელს ყოველთვის ულოცავენ. ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში, სადაც მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს.