აპრილში შესრულდა რუმინული წარმოშობის ცნობილი ფრანგულენოვანი მწერლისა და მოაზროვნის, ემილ მიშელ ჩორანის დაბადებიდან 100 წელი.
ამ უცნაური მწერლისა და ფილოსოფოსის შემოქმედებას საქართველოში მეტ-ნაკლებად იცნობენ, თუმცა ჯერ არც ერთი მისი წიგნი არ გამოცემულა ქართულ ენაზე. დიდი ხნის წინ ემილ მიშელ ჩორანის ოთხი თუ ხუთი ესე ვთარგმნე. მისი პირველი თარგმანი 1997 წელს გამოვაქვეყნე. წერილი სემუელ ბეკეტს ეძღვნებოდა და მასში უკვე ჩანდა ჩორანის ყველა ის თემა, რომელსაც შემდეგ უკვე მის შედარებით ვრცელ ესეებში, წიგნებსა თუ აფორიზმებში ამოიკითხავდი. ესეს სახელწოდება იყო "შეხვედრები ბეკეტთან" და იქ ერთმა წინადადებამ მიიქცია ჩემი განსაკუთრებული ყურადღება. ჩორანი ბეკეტის წარმოშობაზე საუბრობს და ამ დროს იგი ამბობს უმნიშვნელოვანეს სიტყვებს: "წარმოშობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს საკუთარი თავისკენ მაშინ ვდგამთ, როცა ყველანაირი ფესვების გარეშე ვრჩებით, ჩვენი ბიოგრაფიის წვრილმანები კი უფალი ღმერთისას აღარ აღემატება... ბეკეტი ირლანდიელია. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აბსოლუტურად არაარსებითი..." ამ ციტატის დასასრული ერთხელ უკვე დავიმოწმე ერთ წერილში, მაგრამ მაშინ არ მითქვამს, რომ ეს სიტყვები მთელი ამ 14 წლის მანძილზე სულ მუდამ მახსოვდა და არასდროს ამომდიოდა თავიდან.
არ ვიცი, რატომ ამეკვიატა ეს სიტყვები. შესაძლოა იმიტომ, რომ ასე მიბმული ვარ ფესვებს, მშობლიურ ენას, ქვეყანას. ეტყობა, ქვეცნობიერად უცხოობაზე ვოცნებობ ან ფარული ოცნებით მოვედი ასაკამდე, როდესაც ჩორანმა მშობლიური ენა დაივიწყა. ზუსტად ჩემხელა იყო ჩორანი, როდესაც "ენა გამოიცვალა":
"მშობლიური ენიდან გაქცევის იდეამ მხოლოდ ორმოცდაშვიდში მომიცვა. ეს სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ძნელია ოცდაჩვიდმეტი წლის კაცმა ენა გამოიცვალო. არსებითად, ეს ყველაფერი ტანჯვაა, მაგრამ ნაყოფიერი ტანჯვა, თავგადასავალი, რომელიც ჩვენს ყოფიერებას საზრისს ანიჭებს. ვურჩევ ყველას, ვინც დეპრესიას განიცდის, უცხო ენა ისწავლოს: სიტყვა საშუალებას გვაძლევს ძალა მოვიკრიბოთ, გამოვცოცხლდეთ. ასე შეუპოვრად რომ არ მებრძოლა ფრანგული ენისთვის, ალბათ, თავს მოვიკლავდი."
ეს ავტობიოგრაფიული პასაჟი ჩორანის ერთი ესედან ამოვიღე. ესე ჩორანის კიდევ ერთ უსამშობლო თანამემამულეს, პაულ ცელანს ეძღვნება. და, აი, აქ უკვე აღმოსავლეთევროპელობის თემას მივადექით, ძალზე ღრმა და ჩახლართულ ამბავს, სადაც აუარება მწერლის ბედი გადაენასკვა ერთმანეთს. მარტო რუმინელები ავიღოთ, ის მწერლები, ვინც სამშობლო დატოვა, ენა გამოიცვალა და სრულიად უცხო წიაღში დაფუძნდა. ცელანისა და ჩორანის გარდა ასეთები იყვნენ: ტრისტან ტცარა, ეჟენ იონესკო, მირჩა ელიადე. სხვა აღმოსავლელების დასახელებაც შეიძლება: ვიტოლდ გომბროვიჩი, სლავომირ მროჟეკი, მილან კუნდერა, ჩესლავ მილოში და მრავალი სხვა. ზოგმა ენას არ უღალატა, მაგრამ ქვეყანას კი სრულიად მოსწყდა. ამათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ - განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება ისტორიისადმი. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ჩორანმა ასეთი რამ თქვა: "არსებითად, აღმოსავლეთევროპელები ყოველთვის ისტორიის წინააღმდეგ მიდიან, მნიშვნელობა არა აქვს როგორია მათი იდეოლოგიური ორიენტაცია... რატომ? იმიტომ რომ ისინი ყველანი ისტორიის მსხვერპლნი არიან". სხვათა შორის, მილან კუნდერაც აღმოსავლეთ და ცენტრალურევროპელებს "ისტორიის მსხვერპლსა და აუტსაიდერებს უწოდებდა", ვიტოლდ გომბროვიჩიც ახსენებდა ისტორიასთან დაპირისპირებას...
ჩორანიც ამგვარი დაპირისპირებიდან იშვა, მისი ფილოსოფოსობა სწორედ ამ ზღვრულ სიტუაციებს, მსხვერპლს, შეუძლებლობას, უცხოობას, რაღაცებზე უარის თქმას გულისხმობს. იგი ისტორიასთან ერთად საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება ხოლმე, საკუთარ წარსულს, ბიოგრაფიას, რათა სუფთა აზროვნებაში დარჩეს. ბევრი მისი კომენტატორი აღნიშნავს ხოლმე, რომ ჩორანის ნაწერებისა და განსჯების მთავარ თემად დროის წინააღმდეგ ბრძოლა იქცა, თანამედროვეობასთან დაპირისპირება, ისტორიასთან ჭიდილი და მითის, უტოპიის გააზრება.
ცხადია, ამ პატარა სიუჟეტში წარმოუდგენელია სრულად მოიცვა ჩორანის შემოქმედება, ამ ე.წ. გვიანი ნიცშეანელის წერისა და აზროვნების მანერა. სამაგიეროდ, შეგვიძლია კიდევ ერთი ეფექტური და დასამახსოვრებელი ციტატა მოვიყვანოთ, სადაც მისი წინასწარმეტყველური უნარებიც გამოჩნდება.
60-იან წლებში ძალიან საინტერესო ესე მიუძღვნა ჩორანს სიუზენ სონტაგმა. ამ ესეში იგი საინტერესოდ ახასიათებს თავის თანამედროვეს და ჩორანის ერთ მოსაზრებას იმოწმებს, რომელიც საოცარი სიზუსტით განჭვრეტს მსოფლიოს მომავალს. ჩორანი ბარბაროსს, გაუნათლებელ ადამიანს მისტირის ევროპაში და თანამედროვე ინგლისელზე ამბობს (ნუ დაგვავიწყდება, ჩორანი ამას დაახლოებით 50 წლის წინ ამბობდა):
"ყველა ინსტინქტი ზრდილობაში ჩაიხრჩო. იგი დაცულია განსაცდელთაგან, ხოლო ნოსტალგიამ, სევდისა და მოწყენილობის ან ნამდვილმა განსახიერებამ, მას სასიცოცხლო ძალები გამოაცალა. საშუალო ევროპელი ახლა "კეთილდღეობის იდეითაა" შეპყრობილი (ესაა მანია, რომელიც დაცემის ხანისთვისაა დამახასიათებელი). ევროპას "პროვინციის ბედი" ელის. მსოფლიოს ახალ ბატონ-პატრონებად ამერიკის და რუსეთის არც ისე ცივილიზებული ხალხები იქცევიან და, რაღა თქმა უნდა, ასპარეზზე გამოვლენ შეპყრობილთა მილიონიანი ურდოები, რომლებიც დედამიწის ყველაზე არაცივილიზებული გარეუბნებიდან დაიძვრებიან. სწორედ მათია მომავალი."
სხვათა შორის, ჩორანის პოლიტიკური ბიოგრაფიაც ველური, ბარბაროსული იდეებით დაიწყო, ევროპის საგარეუბნო ნაციზმიდან. დაახლოებით 1933 წლიდან იგი ძალიან მხურვალედ უჭერდა მხარს რუმინულ ნაცისტურ მოძრაობას, ე.წ. "ფოლადის გვარდიას" და ამ "ეროვნული აღორძინების" ბელადს კორნელიუ კოდრიანუს. შესაძლოა სწორედ მისი ეს ბიოგრაფიული ეპიზოდი, თავდაპირველი აღფრთოვანება და შემდგომი იმედგაცრუება თუ გამოფხიზლება გახდა განმსაზღვრელი მისი მომდევნო ცხოვრების, იმ ფაქტისა, რომ იგი მთლიანად მოსწყდა თავის და თავისი ქვეყნის - გნებავთ, მხარის - წარსულს.
30-იანი წლებიდან იგი ჯერ ბერლინში გაემგზავრა სასწავლებლად და ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიით იღებდა განათლებას, ისმენდა კლაგესის ლექციებსაც, შემდეგ მიუნხენშიც გადავიდა, 1937 წლიდან კი პარიზში გაემგზავრა, სწავლობდა სორბონაში, ხანგრძლივი თავგადასავლებისა და ძიებების შემდეგ კი გადაწყვიტა საფრანგეთში დაფუძნებულიყო და ენაც შეეცვალა.
"იურიდიულ ენაზე მე აპატრიდი ვარ (იგულისხმება უსამშობლო, ადამიანი მოქალაქეობის გარეშე), მაგრამ ჩემი ამ მდგომარეობის არსი გაცილებით ღრმაა. აქ საუბარი არაა იდეოლოგიასა და პოლიტიკაზე, ეს ჩემი მეტაფიზიკური სტატუსია."
ჩორან-მოაზროვნეს სწორედ ამ მეტაფიზიკური სტატუსით ვიცნობთ - ესაა ფილოსოფოსი, რომელმაც, მართალია, გერმანული სააზროვნო სკოლა გაიარა და ფრანგულენოვანი ესეისტი გახდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ძნელია ხოლმე მისი ერთმნიშვნელოვნად რომელიმე ადგილისთვის ან კულტურისთვის მიკუთვნება. ჩორანს ხშირად ადარებენ ხოლმე ლიხტენბერგსა და ნოვალისს, რა თქმა უნდ, ნიცშეს, რილკესა და კაფკას, მაგრამ მთავარი მასში მაინც არაა წარმოშობა. ეს, როგორც იგი თავად ამბობს ბეკეტის შესახებ, აბსოლუტურად არაარსებითია, თუმცა კი გადამწყვეტი. მთავარია მისი მტანჯველი აზრი, შეუძლებელი ფიქრები, მუდმივი წინააღმდეგობები და განუწყვეტლივ იმის გაცნობიერება, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები და რომ დროის პარალელურადაც შეიძლება არსებობა, ისტორიულ განზომილებაზე უარის თქმით. ჩორანის სიტყვებია: "უარი ერთადერთი საქციელია, რომელიც დამამცირებელი არაა".