Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
28 თებერვალს უამინდობის გამო ზოგიერთი რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

28 თებერვალს უამინდობის გამო ზოგიერთი რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა


საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს რკინიგზა
საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ხვალ, 28 თებერვალს, უამინდობის გამო ზოგიერთი რეისი უქმდება. შესრულდება მხოლოდ შემდეგი რეისები:

  • №802/801, თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • №804/803, თბილისი-ბათუმი-თბილისი.

28 თებერვალს უქმდება ოთხი რეისი, კერძოდ:

  • №870/869, თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • №3874/873, თბილისი-ფოთი-თბილისი;
  • №618/617, თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
  • №686/685, თბილისი-ბორჯომი-თბილისი.

კომპანია განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება, ხოლო გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 23 თებერვლიდან მოსული დიდი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG