Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სამაშველო სამსახურმა გუშინ სამი თოვლმავალი იყიდა

სამაშველო სამსახურმა გუშინ სამი თოვლმავალი იყიდა


თოვლმავალები
თოვლმავალები

საქართველოში დიდთოვლობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამი თოვლმავალი იყიდა. ხელშეკრულება კომპანია „ტრანსპორტერთან“ გუშინ, 25 თებერვალს, დაიდო.

ტექნიკა 252 490 ლარი ჯდება, ამას ემატება დღგ 18%, რაც დაახლოებით 45 ათასი ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთ დღეში უნდა გადასცემოდა.

„თოვლმავლების მეშვეობით შესაძლებელი გახდება სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა, სტიქიის ზონაში საჭირო მობილიზაციის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ევაკუირების ხელშეწყობის მიზნით უსაფრთხო გადაადგილება იქ, სადაც სამაშველო და სხვადასხვა ტიპის ტექნიკა ვერ გადაადგილდება“, - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ამირანაშვილი სამსახურებრივ პატაკში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თოვლმავლები სჭირდებათ საქართველოს მთიან რეგიონში მოსული უხვი თოვლისა და ჩახერგილი გზების გამო მოსახლეობის ევაკუაციისთვის და მათთვის საკვებისა და მედიკამენტების მისატანად.

რადიო თავისუფლებისთვის უცნობია, ფლობს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვა თოვლმავლებსაც და იყენებდა თუ არა მათ სტიქიის პირველივე დღეებში. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში თქვეს, რომ აუცილებელია ოფიციალური წერილის გაგზავნა, რაზე პასუხის დასაბრუნებლადაც მათ 10-დღიანი ვადა აქვთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG