Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დამარცხდა ესპანეთთან


საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 1:7.

ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც სტუმრები უკვე ოთხბურთიანი უპირატესობით იგებდნენ.

ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ოთხი ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს ხუთგუნდიან ჯგუფში. მორიგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 12 სექტემბერს გამართავენ, სტუმრად, ნორვეგიასთან.

XS
SM
MD
LG