Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT-ის წყარო კიევში: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეიდში დამხმარე როლს თამაშობს


"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" წევრები ბელგოროდის ოლქში. 23 მაისი, 2023.
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" წევრები ბელგოროდის ოლქში. 23 მაისი, 2023.

New York Times-ის სამხედრო წყარო: APU თამაშობს დამხმარე როლს ბელგოროდის რეგიონში დარბევაში, დარბევის მონაწილეებს აქვთ დანაკარგები, მაგრამ მცირე.

New York Times-ის კორესპონდენტი კიევში მაღალი რანგის ანონიმ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში მოწყობილი რეიდისას „ძირითადად დამხმარე როლს ასრულებენ, ისინი ამ რეგიონში უკრაინის საზღვარს იცავენ რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევისთვის“. წყაროს თანახმად, უკრაინის სამხედროებს რუსეთთან საზღვარი არ გადაუკვეთიათ.

მისი მონაცემებით, რეიდის მონაწილეებს შორის არის დანაკარგები (დაჯგუფებების, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ), მაგრამ არა იმდენი, რომ ამან გავლენა იქონიოს ამ ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე.

„ლეგიონის“ პრესატაშეს მეშვეობით New York Times-ი ასევე დაუკავშირდა რეიდის ერთ-ერთ მონაწილეს, რომლის მეტსახელია „ცეზარი“. „გუშინ დაწყებული ოპერაციის მიზანი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის დემილიტარიზებული ზონის შექმნა, პუტინის რეჟიმის მომსახურე მებრძოლების ლიკვიდაცია და რუსეთის ხალხისთვის იმის დემონსტრირება, რომ თავად რუსეთის შიგნით არის შესაძლებელი წინააღმდეგობის შექმნა და პუტინის რეჟიმთან ბრძოლა. ეს მიზნები წარმატებით იქნა მიღწეული“, - მოჰყავს ამერიკულ გაზეთს „ცეზარის“ ტექსტური შეტყობინება.

უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში შეიარაღებული ჯგუფის შეღწევის შემდეგ იქ გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა 23 მაისს.

სპეციალური რეჟიმი 22 მაისს დაწესდა უკრაინის მოსაზღვრე რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შემდეგ. ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი. გლადკოვმა ორი ადამიანის გარდაცვალებაზეც ისაუბრა.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ „გაათავისუფლეს“ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

XS
SM
MD
LG