Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსტინი: აშშ-ის იარაღის შორეულ სამიზნეებზე გამოყენება უკრაინას არ მოუტანს გადამწყვეტ ცვლილებებს


ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად რომელიმე ერთი სახის იარაღი არ იქნება გადამწყვეტი, და აშშ-ის მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოყენება არ შეცვლის ომის მიმდინარეობას უკრაინის სასარგებლოდ.

გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ოსტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთმა თავისი ფრთოსანი საავიაციო ბომბები გადააადგილა აშშ-ის წარმოების არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) რადიუსის მიღმა. ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს საკმარისი შესაძლებლობები საიმისოდ, რომ დარტყმები განახორციელოს სამიზნეებზე ბრიტანული Storm Shadow-ის ტიპის საკრუიზო რაკეტების მოქმედების არეალს გარეთ.

ოსტინი ამ განცხადებებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად მიმართა ჯგუფს თხოვნით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი გამოუყონ, და მოკავშირეებსაც სთხოვა - უკრაინას უფლება მისცენ რუსეთის სიღრმეში შეტევების განხორციელებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG