Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მონაცემები: როგორ იცავს ვაქცინა აცრილებს


​საქართველოში ვაქცინაცია დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრაა დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე 6-ჯერ ნაკლების აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული. 15 ივლისის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან 4 თვეში აიცრა 127 ათას ადამიანამდე, წლის ბოლომდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და გეგმის შესასრულებლად საჭიროა 734 პირის აცრა.

ყველაზე მეტი ადამიანი (ორჯერადად) თბილისშია აცრილი (81 ათასი), ყველაზე ნაკლები კი სამცხე-ჯავახეთში (973). სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის დაწყებიდან მესამე დღეს, ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში ექიმი გარდაიცვალა - გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე დიდი წილი 70-74 წლის ადამიანებზე მოდის (12,9 %).

თუ მონაცემებს სქესის მიხედვით ჩავშლით, ჩანს, რომ აცრილების 67% ქალი, 33% კი კაცი.

მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, აცრის შემდეგი გართულებები ძირითადად ხანდაზმულ მოსახლეობას აქვს.

334 ათასზე მეტი აცრიდან იმუნიზაციის შემდგომი გართულების 607 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან მხოლოდ 101 (აცრების 0,03%) ჩაითვალა სერიოზულ გართულებად. მათგან 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა - ამბულატორიული.

გვერდითი მოვლენები ყველაზე მეტად "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილ პირებში გამოვლინდა, თუმცა ალერგიული რეაქციები ჭარბობდა "ფაიზერით" აცრილებში.

ოთხი თვის განმავლობაში აცირლთაგან კორონავირუსი დაუდასტურდა 1207 პირს, მათგან ერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილია 407. ეს ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 0,75 პროცენტია.

დადასტურებული შემთხვევების დიდ ნაწილში, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ვაქცინირებული ადამიანებიდან კორონავირუსით მხოლოდ 12 პირი გარდაიცვალა, მათგან ვაქცინის მეორე დოზა არავინს ჰქონდა გაკეთებული.

დღევანდელი მონაცემებით, საყოველთაო ვაქცინაზე რეგისტრაცია მხოლოდ ჩინური წარმოების "სინოვაკითა" და "სინოფარმით" არის შესაძლებელი. "ფაიზერზრე" ყველა ადგილი დაჯავშნილია, "ასტრაზენეკათი" აცრა კი მხოლოდ 45 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG