Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიონის ხეობაში პოლიციამ კარვები აიღო - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 აპრილს


ნამოხვანში პოლიციამ კარვები დაშალა

გუშინ საღამოს პოლიციამ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში ის კარვები დაშალა, სადაც ადგილობრივებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი ჰქონდათ გამოცხადებული. პარალელურად ხეობაში გრძელდება მამაკაცის ძებნა, რომელიც შაბათს სოფელ ნამოხვანში ადიდებულ მდინარეში გადახტა.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს“, ნათქვამია განცხადებაში.

„რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა სოფელ გუმათში პროტესტის გაგრძელებისკენ.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სპეკულაციის საგნად ხდის ამ ფაქტს, ჯერ რომ არ ვიცით, იმ ადამიანს რა ბედი ეწია. უნდათ, რომ ეს მოტივად დაიდონ და აშალონ ჩვენი კარვები. ჯერ ისეთი ინფორმაციები გაავრცელეს, რაც შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანის ოჯახს, რომ თითქოს ნასვამი იყო. სამძებრო სამუშაოები დაიდეს ახლა საბაბად, რომ კარვები აგვიშალონ“, - თქვა გოლეთიანმა და დაამატა, რომ ხალხი ამ ყველაფერს სათანადო პასუხს გასცემს.

წაიკითხე მეტი.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ძალოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მოსკოვში გამართული შეჯიბრების დასკვნით დღეს - 11 აპრილს, ყველაზე ბოლოს ფიცარნაგზე უმძიმესი წონითი კატეგორიის (+109 კგ) მამაკაცები გავიდნენ და თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ თავის მდიდარ მონაგარს მორიგი დიდი ტიტული მიამატა. ტალახაძე ჩემპიონატში ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ჩაება და მოლოდინისამებრ, ფავორიტის სტატუსი უპრობლემოდ გაამართლა.

პირველ მოძრაობაში - ატაცში ლაშა ტალახაძემ სამივე ცდა გამოიყენა და მეორე ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს ექვსი კილოგრამით აჯობა. მესამე ცდაზე ლაშამ 222-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ორი კილოგრამით გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა.

წაიკითხე მეტი.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: როგორია ცალკეული პარტიების მიმდინარე გეგმები?

„გირჩი“ აპირებს, რომ უახლოეს დღეებში თქვას, თუ როგორ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ მოხდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციასთან საერთაშორისო თანამეგობრობის და ამ კვირას შეიძლება, რაღაც მოხდეს..... ჩვენ ფაქტობრივად, „გირჩის“ სამეფო ჯგუფში ვიწყებთ საუბარს, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ მოხდება, დაველოდებით ადეკვატურ ფარგლებში სიტუაციას, მაგრამ ჩვენ შიდა ჯგუფში უკვე ვიწყებთ საუბარს, ჩვენი გეგმა ხვალიდან და ზეგიდან უკვე საჯაროდ იქნება ცნობილი“, - თქვა მან.

პარტია „ლელოს“ ლიდერები კი გუშინ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ. როგორც პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს უთხრეს, ეს რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო და მასზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„იქნება შეხვედრები და ყოველი შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევის მოლოდინი მოლაპარაკებების პროცესში არასწორია“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იყო მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ისიც შეხვდა კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს. თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობა უკომენტაროდ დატოვა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

აშშ-მა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიას შედეგები მოჰყვება

აშშ-მა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიას შედეგები მოჰყვება.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის თაობაზე ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია“, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 11 აპრილს NBC-ის ეთერში. „თუკი რუსეთი უგუნურად და აგრესიულად მოიქცევა, ამას ექნება საფასური, ამას შედეგი მოჰყვება“.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია

დღემდე არავინ იცის, სად დაიკარგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი. უფრო მეტიც, დოკუმენტი, ფაქტობრივად, არც არავის უძებნია.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მაგიდაზე დამოუკიდებლობის აქტი იყო გაშლილი. მასზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს. ნერვიულობისგან ბევრს ხელი უკანკალებდა და ამიტომ ზოგის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი იყო, იხსენებს, რომ დოკუმენტი ბოლოს თავის კაბინეტში ჩაიტანა, თვითონაც მოაწერა ხელი და ბეჭედი დაუსვა.

შემდეგ ჩემთან მოვიდა გამომცემლობასამშობლოსრედაქტორი ვახტანგ ესვანჯია და დოკუმენტი მას გავატანე გადასაღებად. მეორე დღეს ასლები საცალო ვაჭრობაში უნდა გავრცელებულიყო. პრესასაც დავუძახე, „საქინფორმიიყო მაშინ საინფორმაციო სააგენტო. მოვიდნენ, გადაიღეს ფოტოები, რომ მეორე დღეს გაზეთებში ყოფილიყო“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ ესვანჯიამ დამოუკიდებლობის აქტი იმავე დღეს დააბრუნა და მანაც ის თავის კაბინეტში მეფის რუსეთის დროინდელ სეიფში შეინახა, თუმცა საღამოს ისევ გამოღება მოუხდა, რადგან ამჯერად პრეზიდენტმა გამსახურდიამ სთხოვა, დოკუმენტი დილამდე სახლში გამატანეო.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

±21: აპრილის დილა - ერთი ალბომის ისტორია
please wait

No media source currently available

0:00 0:32:22 0:00

ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც თბილისში ჭამა-სმის მუზეუმის შექმნა გადაწყვიტა. ოღონდ ამ მუზეუმში, რომელშიც ნივთები ჯერ კიდევ გროვდება, ვერც საჭმელს ნახავთ და ვერც სასმელს. სამაგიეროდ, გადაეყრებით ნივთებს, რომლებიც ბოლო ასი წლის ამბებს ჰყვებიან...

გიორგი იოსავა შეფმზარეული და კოლექციონერია. თბილისში ორი პატარა რესტორანი აქვს და პანდემიის დროს კურიერადაც კი მოუწია მუშაობა. გეგმაში მხოლოდ ნივთების კი არა, მონორესტორნების კოლექციის ქონაცაა. მისი გასტრონომიული კონცეფცია კი „მარტივი კერძების“ იდეას ეყრდნობა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG