საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი, ლაპარაკობს მედიცინის ამ სფეროში საქმიანობის თავისებურებებზე;
მხატვრული ტანვარჯიშის ცნობილი წარმომადგენელი, დამსახურებული მწვრთნელი, არაერთი თაობის აღმზრდელი ქალბატონი ნელი სალაძე სპორტის ამ სახეობის შესახებ რადიომსმენელებს საინტერესო ინფორმაციას გაანდობს;
ჩვენი მიმომხილველი, ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა შეაფასებს განვლილ სეზონში ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ გამოსვლას...