Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აქვს საშვი მანქანით გადასაადგილებლად - მთავრობის განმარტება


საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დროს საქართველოში მანქანით გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე მანქანებზე.

მანქანით მოძრაობის აკრძალვიდან რამდენიმე საათში საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ შეზღუდვა მათზე არ ვრცელდება და სააღდგომო დღეებში გადაადგილება შეეძლებოდათ. დღეს, 22 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა და საშვების მქონე "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" ობიექტები დაასახელა. ჩამონათვალში არ მოხვდა საპატრიარქო.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის გაცემა ამ პირთა წრისთვის", - თქვა მან.

ვის აძლევენ აკრძალვის მიუხედავად მანქანით გადაადგილების უფლებას:

  • საკვები პროდუქტების, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების მიტანისა და მომსახურების სერვისებში ჩართულ პირებს;
  • სამედიცინო დანიშნულების ობიექტების თანამშრომლებს;
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართულ პირებს;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოსთვის;
  • ინკასაციის, ბანკომატების და სწრაფი გადახდის აპარატების მომსხურებისთვის;
  • კერძო დაცვითი საქმიანობისთვის;
  • მიცვალებულების გადასვენებისა და დაკრძალვისთვის;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის;
  • ელ-ენერგიის, წყლის განაწილებისა და გაზის მიწოდებისთვის;
  • სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით;
  • ტექნიკური საფრთხის ობიექტების მართვისთვის (ლიფტი, გაზსადენი და ა.შ.);
  • საჯარო სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად აუცილებელია.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ უთქვამს, რომ სპეციალურ საშვებს საპატრიარქოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს არ აძლევენ

XS
SM
MD
LG