იქამდე სანამ ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში გავრცელდებოდა და როდესაც უკვე რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაც დაფიქსირდა, ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებას ამშვიდებდა და ოფიციალური პირები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო ახალ კორონავირუსს მცირე დანაკარგებით გადაიტანდა/ ახლა საუბარია პერსონალის სიმცირეზე, ინფიცირებულების რიცხვის სწრაფ ზრდასა და
დაიწყება პაციენტთა ტრიაჟი - ეს მსუბუქია, თვითონ მოუაროს თავს, ძალიან მძიმეა, ვერ გადავარჩენთ, მივხედოთ საშუალოებს, - ძალიან არ მინდა ეს მოხდეს, რადგან ეს არის ძალიან მძიმე, მორალურად მოვსპობთ ექიმებს, რაც იტალიაში პრაქტიკულად მოხდა.ვატო სურგულაძე
არასაკმარის რესურსებზე. იმაზე , რომ მითითებების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დანაკარგი იყოს ისეთივე მძიმე, როგორც იტალიაში. რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რიტორიკა, არსებობს გამოსავალი?
თებერვალი
-
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, მსოფლიოში არსებული ეპიდემიური მდგომარეობისა და ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში ვერ განვითარდება იმგვარი სიტუაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას საწოლების, მედპერსონალის, მედიკამენტების დეფიციტის პრობლემა.
„ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, ეპიდემიის ტენდენციიდან გამომდინარე, არ განვითარდება ქვეყანაში ისეთი სცენარი, რომლის მიხედვითაც, დაგვჭირდება ყველა საწოლის ათვისება. მაგალითად, რეანიმაციული საწოლი პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას შეიძლება დასჭირდეს, რადგან, სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის 82% მსუბუქი ფორმით მიდის, რომელსაც ჰოსპიტალიზაციაც კი არ სჭირდება“, - ამბობდა იგი.
მარტი
იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა პრევენციის მიზნით დადგენილ წესებს არ დაემორჩილება, დაახლოებით 1 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-ს მიაღწევს, რაც ჯანდაცვის სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.თამარ გაბუნია
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრი
თითქმის ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოში მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა რომ სისტემა გაზრდილი ნაკადისთვის მზად იყო.
„ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსის პაციენტების მისაღებად და დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა იმ გაზრდილი ნაკადის მისაღებად, რომელსაც ჩვენ ველოდებით“.
აპრილი
ტრენინგები დაიწყეს, მაგრამ როგორ ჩატარდა, არ ვიცით, საავადმყოფოები საკმაოდ ცუდად არიან აღჭურვილები ექიმებისა და ექთნების პირადი თავდაცვის საგნებით. გამოვიდა, რომ ეს მოგებული დრო არაფერში გამოვიყენეთ.ვატო სურგულაძე
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის აპრილში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ამ ეტაპზე ქვეყანას ერთდროულად მხოლოდ 853 მძიმე პაციენტის მკურნალობის რესურსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა პრევენციის მიზნით დადგენილ წესებს არ დაემორჩილება, დაახლოებით 1 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-ს მიაღწევს, რაც ჯანდაცვის სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრი
საკუთარი ოპტიმისტური განცხადებიდან ერთი თვის თავზე, ჯანდაცვის მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ მატებასა და პერსონალის სიმწირეზე საუბრობს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაიწყონ ბედის გამოცდა და არ ჩააყენონ ჩვენი ექიმები, თავიანთი მწირი რესურსის პირობებში, იმ რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია.
რაც შეეხება პაციენტების ხელოვნური სუნთქვით აპარატებით მართვას, არის მხოლოდ 1200, შესაბამისად, ერთჯერადად დაფიქსირებული 1200 პაციენტი კლინიკაში დაჰყოფს მინიმუმ 14 დღეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დღეების განმავლობაში წარმოიქმნება რისკი სხვა პაციენტისთვის, თუ მასაც დასჭირდა ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.
„საშუალო სიმძიმის პირობებში 9 მაისისთვის ინფიცირების 2000 შემთხვევას ველოდებით, ცუდ შემთხვევაში კი, შესაძლოა, გვყავდეს 4000-ზე მეტი ინფიცირებულიც“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
3 აპრილს ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით, პასუხობს, რომ მოუცლელობის გამო ვერ მივა, თორემ წელს შეიძლება წასულიყო.
16 აპრილს კი ის უკვე ყველას მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „შეიძლება განმეორდეს იტალიის სცენარი“.
ბუნდოვანი სტატისტიკა - რა მონაცემებს ეყრდნობიან რიცხვების დასახელებისას?
- თებერვალში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 150-მდე ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ისინი უმკურნალებენ პაციენტებს.
- მარტში ჯანდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას მიაწოდა მონაცემები, რომ საქართველოში 487 ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ისინი უმკურნალებენ პაციენტებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია გამოცხადდება, მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც. საქართველოში ჯამში 22 223 მოქმედი ექიმია.
- 16 აპრილს კი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავის გამოსვლაში ამბობს, რომ საქართველოში გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ ისინი გარკვეული მორიგეობის სტანდარტის მიხედვით ახორციელებენ საქმიანობას და ყოველდღიურად ვერ იმუშავებენ. აქედან გამომდინარე, მათი საშტატო რიცხვი გაცილებით დაბალია.
იგივე შეიძლება ითქვას ხელოვნური სუნთქვის აპარატებზეც, 16 აპრილს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა რომ 1200 აპარატია საქართველოში, 15-ში თქვა, რომ 1700-ზე მეტი, რადიო თავისუფლებას კი სამინისტროსგან ჰქონდა მიღებული მონაცემი 2000 მართვითი სუნთქვის აპარატზე.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს,
ერთი ეკლესიის შემთხვევამ, ერთი ქორწილის შემთხვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ერთ დღეში 30-ით კი არა, 300-ით ზრდა, როგორც მოხდა სომხეთში და სამხრეთ კორეაში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, კორეამ კარგად მართა და მზად იყო ყველაფრისთვის.ვატო სურგულაძე
ეკატერინე ტიკარაძემ იგულისხმა ლიცენზირებული და აქტიური რეანიმატოლოგები, ლიცენზირებულთა რაოდენობა კი შეიძლება უფრო მეტი იყოს.
რაც შეეხება სუნთქვის აპარატებს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კვლავაც გვიდასტურებენ, რომ მართვითი სუნთქვის 2000 აპარატია ქვეყანაში.
რამ გამოიწვია სიტუაციის გართულება?
სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ის დრო, რაც დასაწყისში ჯანდაცვის სფერომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოიგო დაავადების კორონავირუსის შეკავების პროცესში, ფაქტობრივად, გაუშვეს ხელიდან, რადგან დასაწყისში მიღებული სწორი რეგულაციების შემოღების ფონზე არ მოხდა მათი აღსრულების კონტროლი.
„ტრენინგები დაიწყეს, მაგრამ როგორ ჩატარდა, არ ვიცით, საავადმყოფოები საკმაოდ ცუდად არიან აღჭურვილები ექიმებისა და ექთნების პირადი თავდაცვის საგნებით. გამოვიდა, რომ ეს მოგებული დრო არაფერში გამოვიყენეთ.
იმის მაგივრად, რომ ამ პერიოდში გაგვეკეთებინა ნორმალური პირბადეები, 2000 კილომეტრი დოლბანდი ვიყიდეთ უზბეკეთში, რომ ისევ ეს ვკეროთ ხელით. ნორმალური თავდაცვის საშუალებები უნდა გვეყიდა, პირველ რიგში, ტრენინგები ჩაგვეტარებინა, რომ ყველა თერაპიული მიმართულების ექიმი ყოფილიყო მზად, რომ ემართა დაავადება, იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება. ახლა დაგვჭირდა და ეს დრო გაშვებულია“, - ამბობს ვატო სურგულაძე.
პაციენტების გაზრდის პირობებში რა ვითარებაში აღმოჩნდება სამედიცინო სფერო?
„1500-2000 პაციენტს ვუმკურნალებთ, ყველას არ დასჭირდება რეანიმაცია და სუნთქვის აპარატები. 5000-7000 პაციენტი უკვე ძალიან გაგვიჭირდება. პრობლემა გვექნება ექთნებში და ექიმებში, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებში. 500-მდე რეანიმატოლოგი გვყავს, მაგრამ ყველა ხომ კორონავირუსს ვერ მიხედავს, ინფარქტიანი, ინსულტიანი პაციენტების რიცხვი ხომ არ შემცირებულა ამ ვირუსთან ერთად? ექიმი 2 კვირის მანძილზე ვერ მივა სხვა პაციენტთან, თუკი შეხება ჰქონდა კორონავირუსიან პაციენტთან.
დაიწყება პაციენტთა ტრიაჟი - ეს მსუბუქია, თვითონ მოუაროს თავს, ძალიან მძიმეა - ვერ გადავარჩენთ, მივხედოთ საშუალოებს. ძალიან არ მინდა, ეს მოხდეს, რადგან ეს არის ძალიან მძიმე, მორალურად მოვსპობთ ექიმებს, რაც იტალიაში პრაქტიკულად მოხდა“.
რა უნდა ქნან ახლა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად?
„აუცილებელია ზომების და კონტროლის გამკაცრება, ფულის ხარჯვა უსაფრთხოების საშუალებებზე, პირბადეებზე, ეკიპირებაზე, ტესტებზე, სადეზინფექციო ხსნარებზე.
რაც ახლა აღდგომასთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ერთი ეკლესიის შემთხვევამ, ერთი ქორწილის შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ერთ დღეში 30-ით კი არა, 300-ით ზრდა, როგორც მოხდა სომხეთში და სამხრეთ კორეაში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით კორეამ კარგად მართა და მზად იყო ყველაფრისთვის“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე.