Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის არ ეზღუდება ჩაკეტილ ოთხ ქალაქში შესვლა - მთავრობის დადგენილება


თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ქალაქებში შესვლა და გასვლა იკრძალება ყველა მოქალაქისთვის, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. მთავრობამ დღეს, 15 აპრილს დადგენილება გამოსცა და გამონაკლისები გაწერა.

მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეები იმ შემთხვევაში დაიშვებიან რომელიმე მუნიციპალიტეტში თუ იქ არიან ჩაწერილები.

გარდა ამისა, ქალაქებში შესვლა-გასვლა არ ეკრძალებათ:

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის საჭიროების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამსახურებრივი საქმიანობის საჭიროების შემთხვევაში;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანის დროს;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებისას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით;
  • მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სამუშაოს შესრულებისთვის;
  • მიცვალებულის გადასვენება-დაკრძალვის დროს;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის დროს;
  • საჯარო დაწესებულებებისა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ამ ოთხივე ქალაქის შესასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები ეწყობა. მოქალაქეებს სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG