Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პლეილისტი - საუკეთესო ვერსია


ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი პლეილისტი შეიძლებოდა შეგხვედროდათ, რომელში შემავალი სიმღერებიც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურებოდა. ზოგი სასაცილო იყო - ზოგი სერიოზული. ზოგი კარგი იყო, ზოგიც - ისერა.

აი, ეს პლეილისტი, ჩემი აზრით, ყველას ჯობს. არა, ვთქვათ, მაინცდამაინც იმიტომ, რომ ჩემი გაკეთებულია. ჰო, არც უმაგისობაა, მაგრამ, იცით, რა? მართლა ძალიან მომეწონა და ჰა - გიზიარებთ.

ვიწყებთ იქიდან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - ღამურიდან. („იქიდან“ შეიძლება ღამურაზე ითქვას? ალბათ არა. მერე რა. კარგი პლეილისტი გავაკეთე. ისედაც, ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება? თავს ყველაფრის უფლებას მივცემ). თან, უბრალო ღამურით კი არა, ჯოჯოხეთიდან გამოფრენილით!

ვაგრძელებთ საყოველთაო ზოგადი განცდით, რომ რაღაც ცუდი გვიახლოვდება. თუმცა, ჯერ ნერვიულობისთვის ადრეა. ჯერ სულერთია.

აი, მერე კი უცებ ცა ჩამოიქცევა. ისე ჩანს, თითქოს ბოლო ჟამის ათვლა იწყება. ყველას პანიკა გვეუფლება. (I wonder to myself, could life ever be sane again?)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქუჩები ცარიელდება. უმეტესობისთვის სამყარო საკუთარი ოთახით შემოისაზღვრება. დროდადრო ალბათ გვეფიქრება - რას ვზივარ სახლში? რისთვის? მერე კი გახსენდება - ძირითადად იმისთვის რომ ჩვენს და სხვების ბებიებსა და ბაბუებს გავუფრთხილდეთ.

ბოლოს კი ვამთავრებთ ისე, როგორც ყველა მსგავსი პლეილისტი უნდა მთავრდებოდეს. იმედით!

გადავრჩებით, მა რას ვიზამთ!

  1. Meat Loaf – Bat Out Of Hell
  2. The Herbalizer – Something Wicked This Way Comes
  3. Shakespears Sister – I Don’t Care
  4. Blackalicious – Sky Is Falling
  5. Europe – The Final Countdown
  6. The Smiths – Panic
  7. Fever Ray – Keep Streets Empty For Me
  8. Depeche Mode – In Your Room
  9. Pulp – Help The Aged
  10. Gloria Gaynor – I Will Survive
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG