“ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია მათი აზრით. და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებას და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას”, - წერს ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
ასე ეხმაურება ის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კომენტარს ბავშვთა უფლებების კოდექსის იმ პუნქტთან მიმართებით, რომელიც სექსუალური აღზრის გაკვეთილებს შეეხება.
მისი ეს გზავნილი ფეიბუქზე ასობით ადამიანმა გაიზიარა.
ადამიანის უფლება და სოციალური ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ზოგჯერ სასულიერო პირთა მონაწილეობით.
„კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით. კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს. და მე მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ.“ - განაცხადა სოფიო კილაძემ კომიტეტის სხომაზე, კოდექსის განხილვისას.
ამჟამად პარლამენტი მუშაობს ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსზე. კანონპროექტს 26 მარტს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტრეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.
წინ კიდევ 2 საჯარო საკომიტეტო მოსმენაა.