ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შევიდა შსს-ში, სადაც მინისტრს, გიორგი გახარიას უნდა შეხვდეს. ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა სწრაფად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დადგეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ლონდარიძის ინფორმაციით, სრულად იზიარებენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისა და შსს-თვის 2 ივლისს გაგზავნილ რეკომენდაციებს, მათ შორის მ.კ-ს წინააღმდეგ სისიხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
2 ივლისს ზაზა სარალიძემ შსს-ს ეზოში დაიწყო აქცია მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით.