Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს არ გამორიცხავს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხვა პირთა დაკავებასაც


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის იმ ნაწილზე, რომელიც პროკურატურის გამოძიებას გამოეყო, შესაძლოა, სხვა პირებიც დააკავონ. „როგორც მოგეხსენებათ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ეხლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. რაც შეეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციას, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, მეზვრიშვილის თქმით, რეკომენდაცია ფორმალურია, რადგან ამ ეპიზოდზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კომისიის მეორე რეკომენდაცია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეეხება, პროკურატურის შესაფასებელია, რადგან ის სარგებლობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლებამოსილებით.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიისგან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა, იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ცოტა არ იყოს ნაადრევია“ - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპენტენციას, თუმცა, როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.

XS
SM
MD
LG