ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში. ზაზა სარალიძის განცხადებით, მოთხოვნის შესრულებამდე აქციას არ შეწყვეტს. მისივე თქმით, პროტესტი გამოიწვია იმანაც, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაითვალისწინოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელთა მიერ მომზადებული რეკომენდაციები. მათ შორისაა ხორავას ქუჩაზე მოზარდების ჩხუბში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება.