Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებით საგამოძიებო კომისიას განმარტებებს აძლევს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი


თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კომისიის წევრებს ახსნა-განმარტებებს აძლევს საქმის ერთ-ერთი პროკურორი, ზვიად ფხაკაძე. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიას მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და შეკითხვებს სრულყოფილად უპასუხებს. პროკურორის თქმით, სასამართლოში საქმის განხილვა დახურული იყო, ამიტომ შეზღუდული იყო საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. დღეს არის შესაძლებლობა, რომ გარემოებებზე ღიად ვისაუბროთ, რაც კანონიდან გამომდინარე არ შეგვეძლო საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისია ახსნა-განმარტებებს იღებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახაბერ სირაძისგანაც.

XS
SM
MD
LG