Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენს


დღეს თბილისში გაიმართება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. საპარლამენტო კომისიის წევრები მოუსმენენ მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს.

დროებითი საგამოძიებო კომისია მეორე კვირაა განაგრძობს საქმის მასალების შესწავლას. შეთანხმებულია სიაც იმ პირებისა, რომლებმაც კომისიას პირველ ეტაპზე უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები. მათ შორის არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, 51-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები, საქმის გამომძიებლები და პროკურორები, ექსპერტები, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები, თეა წულუკიანი და გიორგი გახარია და სხვა პირები.

XS
SM
MD
LG