Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ზვიად კუპრავა დააკავა


ზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა

დღეს დილით სამართალდამცავებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა. წინასწარი ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია კიდევ ორი პირი.

"დააკავეს ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე და ურჩევნიათ ახლავე გამოუშვან სულ ყველა, დააბრუნონ ადგილზე,"- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

საქართველოს შსს-ს კუპრავას და სხვა პირების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

გვიან ღამით, აქციის ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები გადაიტანეს საავტომობილო გზაზე. სამართალდამცავებმა ორგანიზატორებს აქციის მონაწილეთა სიმცირის გამო მოთხოვეს საავტომობილო გზიდან კარვების აღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გამთენიისას პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. სამართალდამცავთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

10 ივნისს გამართულ აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის გარდა მოითხოვა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების, თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას გადადგომა.

XS
SM
MD
LG