Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: ზაზა სარალიძის განცხადება მართლაც პოლიტიკური გზავნილია


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფეისბუქით გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ თუ ბესელია დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად დარჩება კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპულ საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის” - წერს ეკა ბესელია.

XS
SM
MD
LG