Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2018 წლის 4 ივნისი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2018 წლის 4 ივნისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად შევიდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამა. მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათთან ერთად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას დაესწრებიან ადვოკატები და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან კიდევ რამდენიმე მოკლული ახალგაზრდის მშობლები, რომლებიც მოითხოვენ საქმის ობიექტურად გამოძიებას.

მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ზვიად კუპრავაც. "ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რაც მისაღებია ზაზასთვის. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის, თუ არის მისაღები ზაზასთვის, მისაღების ჩემთვის" - განაცხადა კუპრავამ.

3 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე მიტინგის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრს 4 ივნისს, 14 საათზე შეხვდება და მთავარი თემა იქნება მთავრობის გადადგომა.

XS
SM
MD
LG