Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ 10 და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, სასჯელი კი 1 ივნისს გამოაცხადა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ლევან დადუნაშვილს და დავით სარალიძეს 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას დანებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.

XS
SM
MD
LG