დიდი ხანი არ არის, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოჩნდა გრაფიკოს-დიზაინერის, ბექა ბერიძის ნამუშევრები - ქართული სიტყვები, რომლებიც იმ საგანს თუ გრძნობას გამოხატავს, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს.
ეს ნამუშევრები მოკლე დროში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბექა შეკვეთებს და თხოვნებს ვერ აუდის - ზოგი ლოგოს დამზადებას სთხოვს, ზოგიც ძალიან პირადულ საჩუქარს. როგორც ბექამ გვითხრა, სიტყვების ასე გამოხატვის შესაძლებლობა თავად ქართულმა ანბანმა მისცა, მაგალითად, სიტყვა "ნაყინის" შემთხვევაში ასო "ყ" მართლაც ნაყინს ჰგავს, სიტყვა "ყავის" შემთხვევაში "ყ" ფინჯანს დაემსგავსა, ხოლო სიტყვა "ამწე" ისეა გაფორმებული, რომ ნამდვილი ამწე დაგიდგებათ თვალწინ.