13 ივნისს ერთი წელი სრულდება, რაც მდინარე ვერეს ადიდებას წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, განადგურდა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიხოცა ცხოველი და ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. საბოლოოდ, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონი ლარი შეადგინა.10 ივნისს დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების ანგარიში წარუდგინა. კვლავაც არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე, რა გაკეთდა იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს და რა ღონისძიებებია ჯერ კიდევ განსახორციელებელი - ამ საკითხებზე ესაუბრა ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს მერაბ გაფრინდაშვილს.