უკრაინაში „ბრძნული არჩევანი“ გააკეთეს - ასეთი შეფასება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 ივნისს, უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ვარშავაში გაიმართა და ის კიევის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დემონსტრირებადაა მიჩნეული, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხების ფონზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და უკრაინის არჩეული პრეზიდენტის - ბარაკ ობამასა და პეტრო პოროშენკოს - შეხვედრა პოლონეთისათვის ისტორიულ დღეს გაიმართა. 4 ივნისს 25 წელი შესრულდა პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დასასრულს პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნების ჩატარებიდან, რასაც საბოლოოდ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დამხობა მოჰყვა. სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ ვარშავას რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის - გერმანიის, რუმინეთის, ლიტვის პრეზიდენტებიც.
პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ვრცელი სიტყვით გამოვიდა ვარშავის ცენტრში, ღია ცის ქვეშ აღმართულ სცენაზე და შემდეგი სიტყვებიც წარმოთქვა: „ამ დილას შევხვდი უკრაინის პრეზიდენტად არჩეულ პეტრო პოროშენკოს და ვუთხარი, როგორც პოლონეთს შესთავაზეს-მეთქი თავისუფალმა ქვეყნებმა მხარდაჭერა და დახმარება დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში, ახლა ასევე ვუდგავართ მხარში უკრაინელებს. უკრაინამ თავისუფლად უნდა შეძლოს მომავლის არჩევა საკუთარი თავისათვის და ეს თვითონვე უნდა გააკეთოს“.
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ ვარშავაში ვიზიტისას, 3 ივნისს, ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის გასაზრდელად. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ევროპაში ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოების უკეთ დაცვას, ისევე როგორც პარტნიორობის გააქტიურებას, როგორც ობამამ თქვა, მეგობრებთან: უკრაინასთან, მოლდავეთსა და საქართველოსთან.
მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივაზე საუბრისას, ობამამ 4 ივნისსაც ახსენა საქართველო: „ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდაჭერა მეგობრების დასახმარებლად, როგორიც არის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, რათა მათ უზრუნველყონ საკუთარი თავის დაცვა“.
ვარშავაში ობამას გამოსვლა რამდენჯერმე შეწყვიტა შეკრებილთა ოვაციებმა. ხმაურიანი დადებითი რეაქცია მოჰყვა, მაგალითად, ობამას დაპირებას, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას:
„იმპერიებისა და გავლენის სფეროების დრო წარსულს ჩაბარდა. დიდ სახელმწიფოებს არ უნდა მიეცეთ უფლება, რომ პატარა ქვეყნები დაჩაგრონ ან თავიანთი ნება თავს მოახვიონ იარაღის მიშვერით, ან ნიღბიანი მამაკაცების მიერ შენობების დაპყრობით. და კალმით რაღაცის დაწერა კანონიერს ვერ გახდის მეზობლის მიწის მითვისებას. ასე რომ, ჩვენ არ შევურიგდებით რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას, ან უკრაინის სუვერენობის დარღვევას. ჩვენ, თავისუფალი ქვეყნები, ერთად ვიდგებით, რათა რუსეთის მორიგ პროვოკაციებს რუსეთისათვის მხოლოდ მეტი იზოლაცია და მეტი ხარჯი მოჰყვეს“.
უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელშიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ივნისს, ალიანსისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა, რომ ნატო ივნისის ბოლომდე დაასრულებს მუშაობას ზომებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხელშესაწყობად.
„დღეს მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნატო სიხარულით მოელის თანამშრომლობას უკრაინის ახალ პრეზიდენტთან და ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმების მიმართ. მომდევნო კვირებში დავასრულებთ გრძელვადიანი ზომების მსხვილ პაკეტს, რათა უკრაინაში რეფორმები უფრო შედეგიანი გახდეს და მისი შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს“, - განაცხადა ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ამასობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები გრძელდება. ზედიზედ ორი დღე არ შემწყდარა დაპირისპირება სლავიანსკთან, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, სეპარატისტების რიგებში 300-ს აღწევს დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ მონაცემებს.

ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდაჭერა მეგობრების დასახმარებლად, როგორიც არის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, რათა მათ უზრუნველყონ საკუთარი თავის დაცვაბარაკ ობამა